პროექტები

სათაო ოფისი

2017 წლის ოქტომბერში ფონდმა მიიღო უნიკალური მე-18 – მე-19 საუკუნის სახლი ისტორიულ ისანში, მეტეხის ეკლესიის სიახლოვეს, კბოდეს უბანში. სახლი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ფონდის ოფისად იქცეს. მას აგრეთვე გააჩნია სივრცე გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის. საქართველოს მრავალი ძველი ნაგებობის მსგავსად, ეს სამსართულიანი სახლიც დაუყოვნებლივ შველას ითხოვს. მისი რეაბილიტაცია ნელ-ნელა იქნება შესაძლებელი. ეს აღდგენა-რესტავრაციის პროცესი იმის ნიმუშად უნდა იქცეს მოქალაქეებისთვის, თუ როგორ შეიძლება შენობის გადარჩენა იაფად, ეფექტურად და მისი ისტორიულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნებით. სახლში გაიმართება აღდგენითი პროცესის საილუსტრაციო გამოფენები.

ხადას ხეობა

შევაჩეროთ ხადას ხეობაში გზატკეცილის მშენებლობა, ავაშენოთ ალტერნატიულ ადგილას.

კონკურსი “ჩემი მემკვიდრეობა”

საქართველოს ეროვნული ფონდი აცხადებს კონკურსს “ჩემი მემკვიდრეობა”. კონკურსი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება ყოველწლიურად. კონკურსი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ტექნიკის პოპულარიზაციას საქართველოში.

მსოფლიო მემკვიდრეობის მეთვალყურეობის პროგრამის ნომინაცია

თუშეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის ნომინანტია.

საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე თუშეთის ეროვნულმა პარკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი 25 გამარჯვებულს შორისაა. 250 განაცხადს შორის თუშეთი შერჩეულ იქნა, როგორც მსოფლიოში გამორჩეული კულტურული და ბუნებრივი საგანძური. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ორი წლის მანძილზე თუშეთს საგანგებო ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ასპარეზზე, ხელი შეეწყობა იქ კულტურული ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი თემის გაძლიერებას.

გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა CNN, New York Times და სხვა მედია არხებით.

2020 წლის ზაფხულში თუშეთი უმასპინძლებს ე.წ. ‘მეთვალყურეობის დღეს’, რომელსაც დიდი საერთაშორისო ხილვადობა ექნება. ამ ღონისძიებას  არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტი და ექსპერტი დაესწრება,  რათა საკუთარი თვალით ნახოს საქართველოს ეს უნიკალური კუთხე. ეს ხელს შეუწყობს თუშეთში საინტერესო ინიციატივების დაგეგმვას და განხორციელებას.

პირველი არხის რეპორტაჟი თუშეთის ნომინაციაზე.

video

play-sharp-fill

2022 წლის კალენდარი

საქართველოს ეროვნულმა ფონდის ახალი, 2022 წლის კალენდარი – 24 გვერდი,  A4 ზომა, ორენოვანი. კალენდარში შესულია იდეები დიაზინზე, პეიზაჟები, საქართველსო რუკა და ფონდის შესახებ სიახლეები.

ფასი 20 ლარი.

კალენდრის შესაძენად დაგვიკავშირდით.

 

Inside the new National Trust Headquarters / საქართველოს ეროვნული ფონდის სათაო ოფისის ახალი ინტერიერი