მსოფლიო მემკვიდრეობის მეთვალყურეობის პროგრამის ნომინაცია

თუშეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის ნომინანტია.

საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე თუშეთის ეროვნულმა პარკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი 25 გამარჯვებულს შორისაა. 250 განაცხადს შორის თუშეთი შერჩეულ იქნა, როგორც მსოფლიოში გამორჩეული კულტურული და ბუნებრივი საგანძური. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ორი წლის მანძილზე თუშეთს საგანგებო ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ასპარეზზე, ხელი შეეწყობა იქ კულტურული ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი თემის გაძლიერებას.

გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა CNN, New York Times და სხვა მედია არხებით.

2020 წლის ზაფხულში თუშეთი უმასპინძლებს ე.წ. ‘მეთვალყურეობის დღეს’, რომელსაც დიდი საერთაშორისო ხილვადობა ექნება. ამ ღონისძიებას  არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტი და ექსპერტი დაესწრება,  რათა საკუთარი თვალით ნახოს საქართველოს ეს უნიკალური კუთხე. ეს ხელს შეუწყობს თუშეთში საინტერესო ინიციატივების დაგეგმვას და განხორციელებას.

პირველი არხის რეპორტაჟი თუშეთის ნომინაციაზე.

video

play-sharp-fill