დაჯილდოების ცერემონიალი

30 ოქტომბერს აბრეშუმის მუზეუმის ისტორიულმა სივრცემ უმასპინძლა კონკურსს  ‘ჩემი მემკვიდრეობა’.

ეს კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით იმ ადამიანების გამოსავლენად, რომელთაც ძალა არ დაიშურეს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად.

გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ : ეკა პაპამაიკლ, ბექარ მაისურაძე, ქეთევან ტვილდიანი, ხატია მარგველიძე,  ნიკა გუგეშაშვილი, ეკატერინე მუხაძე,  ნონა ოთარაშვილი  და სალომე მათიაშვილი.
ამგვარად, თბილისის გარდა, წარმოდგენილი იყო რაჭის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საგანგებო დამსახურების პრიზები და სიგელები გამარჯვებულებს გადასცა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ჯასთინ მაკკენზ სმიტმა.

ეკა პაპამაიკლ (პირველი ადგილი) . მხატვრობის რესტავრაციის პროექტი შეასრულა ლელა ნინოშვილმა.
ბექარ მაისურაძე (მეორე ადგილი)
ქეთევან ტვილდიანი (მეორე ადგილი)
ხატია მარგველიძე (მეორე ადგილი)
ნიკა გუგეშაშვილი (მეორე ადგილი)
ნონა ოთარაშვილი (საპატიო სიგელი)
ეკატერინე მუხაძე (საპატიო სიგელი)
სალომე მათიაშვილი (საპატიო სიგელი)