ჟიურის სპეციალური პრიზი - ნინო წერედიანი - სვანეთი
პროფესიით ეთნოლოგი. იკვლევს სვანეთის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.
მისი ინიციატივა შეეხება ყველის დამზადების უძველესი ტრადიციის აღდგენასა და კვლევას. ტრადიცია გულისხმობს მრავალძარღვასა და სხვა მცენარეების მეშვეობით ყველის ამოყვანას, რაც, როგორც ჩანს, დამკვიდრებული პრაქტიკა უნდა ყოფილიყო უძველეს ყოფაში. ყველის დამზადების მივიწყებული პრაქტიკა მკვლევარმა აღმოაჩინა ხაჭაპურის სვანური შესატყვისის ეტიმოლოგიაზე დაკვირვებით, რაც შემდეგ პრაქტიკაში წარმატებით განახორციელა და სურვილი აქვს ამ აღმოჩენის ტრადიციულ ყოფაში გაცოცხლებისა.
III ადგილი - ნესტან ბლუაშვილი - სამცხე-ჯავახეთი
პროფესიით კინორეჟისორია. იკვლევს ქართულ ისლამურ მემკვიდრეობას, კერძოდ - ქართულ მეჩეთებს, რომლებიც აგებულია ლაზი ოსტატების მიერ. დიდ კავშირს პოულობს შუა საუკუნეების ქართულ სატაძრო არქიტექტურის შემკულობასა და მეჩეთების ხის ორნამენტებს შორის. შექმნა ამ ორნამენტების დიდი ნაწილის ესკიზები და გამოსცა კატალოგად. დიდი სურვილი აქვს, მეჩეთებს რესტავრაცია ჩაუტარდეს და მუზეუმის ფუნქციით აღდგეს, როგორც ეს კაპადოკიაშია.
III ადგილი - მარიამ ლომსაძე - შიდა ქართლი, გორი
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის კურატორი. აქტიურად მონაწილეობს რეგიონში განხორციელებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებში. ატარებს ეთნოგრაფიულ კვლევას - შეისწავლის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ოკუპირებულ სოფელ დისევიდან (პატარა ლიახვის ხეობა) დევნილი ქართულ-ოსური ოჯახების თანაცხოვრების სხვადასხვა საკითხებს. სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა აღნიშნულ თემაზე.
II ადგილი - ირინე ჯიბუტი - კახეთი
პროფესიით კერამიკოსი. იკვლევს ქართულ ენდემურ თიხებს და ტრადიციულ კერამიკულ კერებს, სურს აღადგინოს და პრაქტიკაში დანერგოს მათზე ცოდნა და მათი გამოყენების ტრადიცია. კვლევას და სამომავლო პუბლიკაციას ამზადებს საკუთარი რესურსებით და ენთუზიაზმით.II ადგილი - დავით დუგლაძე - შიდა ქართლი, კახეთი
ბავშვებს ასწავლის ისტორიას სკოლაში, თუმცა მრავალმხრივი ინტერესები აქვს: აქტიურად იკვლევს ძველ ქართულ მედიცინასა და შინამრეწველობას, სწავლობს ძველ ხელნაწერებს, იწერს ხალხში შემონახულ ხალხური მკურნალობის ხერხებსა და რეცეპტებს. აქვს მცირე საოჯახო მეურნეობა, მოჰყავს ძველი ქართული ჯიშის მცენარეები, ფუტკარი, შინაური ფრინველი. გამოჰყავს ქართული აბრეშუმის ჭია და იღებს აბრეშუმის პარკს. თავის ცოდნას აზიარებს გარშემომყოფებში, უმეტესად თავის მოსწავლეებში.I ადგილი - თამარ გზირიშვილი
10 წელზე მეტია, იკვლევს ხევსურეთის ეთნოგრაფიას. ადგილობრივი მოსახლეობისგან იწერს ზეპირსიტყვიერ მასალას და ავრცელებს მათ ინტერნეტ-სივრცეში - ფართე აუდიტორიის წინაშე ინფორმაციული პოსტების სახით.