en
  

III ადგილი - ელეონორა ონიანი - ქვემო სვანეთი, ლენტეხი

ნანი ბენდელიანმა, მისმა ახლობელმა, განაცხადი შემოიტანა სახლზე, რომელიც საუკუნის ან უფრო მეტისაა. სახლი ლენტეხის რაიონის დაარსებამდე იყო აშენებული, შესაბამისად, არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახლია ლენტეხში. მსგავსი საცხოვრებლების უმეტესობა ირგვლივ ან დანგრეულია, ან დაზიანებული. მფლობელი აცნობიერებს სახლის ღირებულებას, გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და შეძლებისდაგვარად ხელუხლებლად ინარჩუნებს სახლის ორიგინალ დეტალებს საკუთარი სახსრებით.

III ადგილი - ნიკა ძაგანია - სამეგრელო, სოფ. ბალდა

130 წლის პაპისეულ სახლს დაუბრუნდა სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში და მოაწყო ტურისტული სივრცე.  სტუმრებს უმასპინძლდება მეგრული სამზარეულოთი და ყველანაირ პირობას უქმნის მათ იმისთვის, რომ მე-19 საუკუნის ტრადიციულ მეგრულ ოჯახში აგრძნობინოს თავი. თავადაც ამზადებინებს სტუმრებს მეგრულ კერძებს. 

ტრადიციულ მეგრეულ სამბუხრიან ოდას, რომელიც ნაგებია წაბლისა და მუხისგან, შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. ბუხრის საძირკველი გამოყენებულია, როგორც სახლის დედაბოძი, რომელიც ქვისა და ტალახისგანაა შეგოზილი. სახლს აქვს ულამაზესი ჭვირული აივანი. სახლს სჭირდება მცირე რეაბილიტაცია.

II ადგილი - დიმიტრი ქემოკლიძე და ლამარა თუხარელი - შიდა ქართლი, კასპი, სოფ. მეტეხი

ისტორიული სოფლის ისტორიულ შენობას - მეტეხის თუხარელთა საგვარეულო სახლ-კარს კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარა 2004 წელს. სახლი 1760-80-იან წლებს მიეკუთვნება და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია - ტრადიციული ხის აივნიანი სახლი, რომელიც ნაგებია რიყის ქვით და გამოყენებულია ქართული აგური. 

ინტერიერში გამოფენილი ფოტოები ოჯახის ისტორიას ასხავს და ფაქტიურად სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. მესაკუთრეს სურს, მისი დამოკიდებულება მემკვიდრეობის მიმართ სხვებისთვისაც მისაბაძი გახადოს იმის ფონზე, როცა მის ირგვლივ ბევრი ისტორიული სახლი მახინჯდება ან ინგრევა. მისი თქმით, ამჟამინდელ მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ცოდნა და განათლება მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში, შესაბამისად, მისი მოტივაცია ამ კონკურსში მონაწილეობისა იყო, დაენახათ მის ირგვლივ, რომ მემკვიდრეობისადმი ასეთი პატივისცემა დაფასებადია.

I ადგილი - ლილი ფულარიანი - იმერეთი, ბაღდათი, სოფ.დიმი

ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელმაც 4 წლის წინ, მშობლიურ სოფელ დიმში, მე-19 საუკუნის ხის ოდის რესტავრაცია დაიწყო. ორგანიზებას უწევს სოფლის აქტივობებს და შთააგონებს ძველი ხის სახლების მფლობელებს მთელ საქართველოში. მისი მიზანია, სახლის სრულფასოვანი რესტავრაცია, მისი ტურისტულ და კულტურულ ცენტრად ქცევა, რათა არსებობისთვის საჭირო ფინანსები თავად გამოიმუშაოს სივრცემ და ემსახუროს ადგილობრივ თემს.

No photo description available.