სათაო ოფისი

2017 წლის ოქტომბერში ფონდმა მიიღო უნიკალური მე-18 – მე-19 საუკუნის სახლი ისტორიულ ისანში, მეტეხის ეკლესიის სიახლოვეს, კბოდეს უბანში. სახლი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ფონდის ოფისად იქცეს. მას აგრეთვე გააჩნია სივრცე გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის.  საქართველოს მრავალი ძველი ნაგებობის მსგავსად, ეს სამსართულიანი სახლიც დაუყოვნებლივ შველას ითხოვს. მისი რეაბილიტაცია ნელ-ნელა იქნება შესაძლებელი. ეს აღდგენა-რესტავრაციის პროცესი იმის ნიმუშად უნდა იქცეს მოქალაქეებისთვის, თუ როგორ შეიძლება შენობის გადარჩენა იაფად, ეფექტურად და მისი ისტორიულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნებით. სახლში გაიმართება აღდგენითი პროცესის საილუსტრაციო გამოფენები.

video

play-sharp-fill

ეროვნული ფონდის სათაო ოფისის სანიმუშო რეაბილიტაცია, იკომოსის ხელმძღვანელობით.