წევრობა/კონტაქტი

ფონდის ანგელოზი

საქართველოს ეროვნული ფონდი ქმნის წევრობის სქემას – ანგელოზი, რომელიც პირველი ნაბიჯია სახალხო წევრობის დასაწყებად. ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ, რასაც ვაკეთებთ და სიამოვნებით გვეხმარებიან განვითარებაში, უანგაროდ, სანაცვლო მოლოდინის გარეშე , შეუძლიათ გახდნენ ანგელოზი წევრები. ანგელოზი წევრები – დაინტერესებული, ერთგული, აქტიური პიროვნებების გაერთიანებაა საქართველოს ეროვნული ფონდის ირგვლივ, რომლებიც გვეხმარებიან წინსვლაში.

ვიმედოვნებთ, რომ ანგელოზებს აქვთ შესაძლებლობა, შემოგვთავაზონ გამოცდილება, რჩევები, იდეები და, ზოგიერთ შემთხვევაში, დრო პროექტების განვითარებისათვის. ასევე მიიღება ფიზიკური შემოწირულობა, ავეჯისა თუ ტექნიკის სახით, ჩვენი სათაო ოფისისათვის. წევრობის საფასურია 50 ლარი წელიწადში ; თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება მეტიც იყოს.

ანგელოზები მიიღებენ:
  • წვდომას ჩვენს ბიბლიოთეკაზე (ამჟამად მცირე, მაგრამ მზარდი) სამუშაო საათებში
  • სიახლეებს ჩვენი პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ. ჩვენი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდი ან FB გვერდი
  • ჩართვას კულტურულ ტურებში
  • მონაწილეობის საშუალებას წევრობის პერიოდულ შეხვედრებში
  • სიახლეებს შესაბამისი  ჟურნალის, სტატიების/წიგნების/საიტების შესახებ
  • ინფორმაციას მემკვიდრეობის შესახებ თბილისში და ქვეყნის მასშტაბით
  • ბმულებს მემკვიდრეობის  ორგანიზაციებთან
  • მოწვევებს ჩვენს მიმდინარე ხელოვნების ღონისძიებებზე (ლექციები, სემინარები, ფილმი, ვიდეო, ხელოვნება, ინსტალაციები, ფოტოგამოფენები, პუბლიკაციების პრეზენტაციები, მცირე კონცერტები).
კონტაქტი

გთხოვთ შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტით, თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ეროვნული ფონდის ანგელოზი წევრი.