en
  

წესები და პირობები

1. ფონდის ვალდებულებები

1.1 (ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ფონდი (ფონდი) ვალდებულია, შემოწირული თანხა მოახმაროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა (მატერიალური და არამატერიალური) და ბუნების ძეგლების შენარჩუნების, მოვლა-პატრონობისა და გადარჩენის საქმეს.
1.2 ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ფონდის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებთან.
1.3 შემოწირულობებით მიღებულ თანხას ფონდი განკარგავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისად.

2. შემოწირულობის მიღება და გადახდის საშუალებები

2.1 მომხმარებელს თანხის შემოწირულობა შეუძლია საბანკო ბარათის გამოყენებით, სადაც შესაბამისი საბანკო ინფორმაციის (ბარათის მფლობელის სახელის და გვარის, ბარათის 16 ნიშნა კოდის, უსაფრთხოების კოდის), ბარათის მოქმედების ვადის მითითებით ბანკი/ საგადახდო მომსახურების ოპერატორი ახდენს ტრანზაქციის დამუშავებას.
2.2 თანხის შემოწირულობა შესაძლებელია Visa და Mastercard-ის ბარათებით;
2.3 მომხმარებელს თანხის შემოწირვა ასევე შეუძლია Apple Pay და Google Pay-ს საშუალებით.
2.4 შემოწირულობა დასრულებულად ითვლება ფონდის ანგარიშზე თანხის ასახვისთანავე.