თუშური მუსიკის კურსები საქართველოს ეროვნულ ფონდის სივრცეში
- 19 სექტემბერი, 2025
კურსის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ:
- ჩაერთონ თუშური ტრადიციული მუსიკის 8 თვიან საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვებისთვის, რომლის მიზანია თუშური მუსიკის საფუძველზე ბავშვთა გუნდის ჩამოყალიბება;
- დაესწრონ ხალხურ საკრავთა მასტერკლასებს უფროსი ასაკის მონაწილეებისთვის.
- ადგილი: თბილისი, მეტეხის უბანი, მეფე სოლომონ ბრძენის ქუჩა №33
- რეგისტრაციის პერიოდი: 19–26 სექტემბერი
- სწავლის დაწყება: 29 სექტემბერი
- რეგისტრაციის ფორმა: გადადი ბმულზე
- საკონტაქტო ნომერი: 568 808 744
„საქართველოს ეროვნულ ფონდსა“ და „თუშურ ბრენდს“ შორის პარტნიორობა 2023 წლიდან მოყოლებული, წარმატებით გრძელდება. ამ თანამშრომლობის შედეგად, 15-მდე სტუდენტმა უკვე აითვისა თუშური საკრავების შესრულების ტექნიკური საფუძვლები.
ასევე ჩატარდა ერთობლივი კულტურული ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო თუშური მუსიკა „ფოლკლორის სახლის“ ყველა ფილიალის მოსწავლისა და სტუდენტის მონაწილეობით. ღონისძიებამ გააერთიანა მუსიკა, ხალხური რეწვა, ტრადიციული სამზარეულო, დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფოტო გამოფენა.
ამ გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს თუშური ფოლკლორის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების მუსიკალური განათლებისთვის.
ორგანიზაციები მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას ამ მიმართულებით.