en
  

სამუშაო შეხვედრები

მეგალითური სტრუქტურების არქიტექტურული მოდელები

დაღეთის დიდი კედელი, ნახიდურის კომპლექსი, ანდრიას ნასოფლარი და ზურგიანი კოშკის კომპლექსის ნანგრვები მუგუთის ნასოფლართან - ეს ის ოთხი მეგალითური ნაგებობაა, რომელთა მაკეტები ორდღიანი სწავლების დროს სამშვილდისა და წინწყაროს სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. ,,ხრამის ხეობის მეგალითების გაცნობის" პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ფონდი აქტიურად თანამშრომლობს თეთრიწყაროს რამდენიმე სოფლის სათემო ორგანიზაციასთან. სოფელ სამშვილდეში, ლუსინე დოსტიბეგიანის სოციალურ საწარმო - Orbis Bude • ორბის ბუდეში მაკეტების შექმნის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გიორგი იაშაღაშვილის ხელმძღვანელობით პროცესში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა არქიტექტორები და მოხალისეები: ნიტა იაშაღაშვილი, მიხეილ ჭინჭარაული, დავით კაპანაძე, ნიკოლოზ ლაცაბიძე, ანი ბედელაძე და დავით ცოცხალაშვილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტის - ,,ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში" მოხალისე იყო.