en
  

კონკურსი „ჩემი მემკვიდრეობა“ 2025



„ჩემი მემკვიდრეობა“ საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მესამედ გაიმართა.

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს რიგითი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების დაფასებას, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, საკუთარი რესურსებით ინარჩუნებენ, აღადგენენ და მომავალ თაობებს გადასცემენ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. კონკურსის მეშვეობით გვსურს,  ეს ადამიანები გავაცნოთ ფართო საზოგადოებას.

2025 წლის კონკურსში მიღებულ იქნა 60-ზე მეტი განაცხადი. მემკვიდრეობის სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ არსებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ოთხ კატეგორიაში შეარჩია 24 გამარჯვებული.

კონკურსის კატეგორიები:

  • შენობების ან მათი ნაწილების შენარჩუნება, ადაპტაცია და კონსერვაცია

  • მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების შენარჩუნება და რესტავრაცია - ტილოზე, ქაღალდზე, ხეზე შესრულებული ნამუშევრები, მინის, კერამიკის, ლითონისა და ქსოვილის ნივთები და სხვა;

  • ტრადიციული რეწვის, მასალების დამუშავების, ხელოსნობისა და რეცეპტების შენარჩუნება და გაზიარება

  • ტრადიციული ცოდნის, ფოლკლორის, ზეპირი გადმოცემებისა და საგვარეულო ტრადიციების კვლევა და გავრცელება