ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია

საერთაშორისო ფონდის ალიპის (Aliph Foundation) მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტი – ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია არხოტშისაქართველოს ეროვნული ფონდის ხელმძღვანელობით ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ახიელაში 2021 წლის 16-დან 27 აგვისტომდე გაგრძელდა.

პროექტი მიზნად ისახავს ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციას, არხოტის თემის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ზოგადად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები, დიდი გამოცდილების მქონე ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (International National Trusts Organization (INTO) და ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია – ემპარტი (Rempart), საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეების კოშკის გამაგრება-რეაბილიტაციის პროცესში არიან ჩართულები. 

ცისკარაულების საგვარეულო კოშკი

დასაწყიშივე უნდა აღინიშნოს, რომ XV-XVI საუკუნეების კოშკის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. ქვა-კირით ნაგები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (მსგავსი სტატუსი საქართველოში მხოლოდ რამდენიმეს აქვს მინიჭებული) თავდაპირველად, ციხე-კოშკის თავდაცვით და საცხოვრებელ ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენდა. როგორც ცისკარაულები ამბობენ, კოშკი მათ წინაპარს – აბა ჯურჯიაულს აუშენებია. დახვეწილი პროპორციების მქონე თავდაცვითი საცხოვრებელი ხუთსართულიანი ნაგებობის სიმაღლე 18.5 მეტრს აღწევს.

არხოტის ხეობაში მსგავსი არქიტექტურის შენობა-ნაგებობები ყველა სოფელში იდგა. კოშკებზე ცეცხლის დანთებით ხევსურები ერთმანეთს მტრის შემოსევას ამცნობდნენ. დღესდღეობით ხეობას მხოლოდ სამი სოფელი: ჭიმღა, ახიელა და ამღა შემორჩა, დანარჩენი ნასოფლარად იქცა, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანგრეული კოშკების უმრავლესობა და თითზე ჩამოსათვლელი მრავალსაუკუნოვანი ნახევრად დანგრეული ძეგლები.

ცისკარაულების საგვარეულო კოშკი საგრძნობლად დაზიანდა 2001 წლის რუსეთჩეჩნეთის მეორე ომის დროს. საბრძოლო ქმედებების შედეგად მიყენებული საშიში ბზარები, ჩამონგრეული კედლების ფრაგმენტები საჭიროებს გადაუდებელ გამაგრებით და აღდგენით სამუშაოებს.

ეკოტურისტული ბილიკი საირმეს მთაზე

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარეობს ეკო-ტურისტული ბილიკის მოწყობა, რომელსაც გამოცდილი საფეხმავლო ბილიკის მშენებლები – ლადო ფოფხაძე და გიორგი ყაზაიშვილი ხელმძღვანელობენ.

პროექტი ითვალისწინებს მდინარე ასას ნაპირიდან საირმის მთის ბორცვის წერტილამდე 600 მეტრიანი ბილიკის მოწყობას. მონაკვეთის დასაწყისში მოხდა ძველი ნაბილიკარის განახლება. პროექტის ფარგლებში არ იჭრება ხე და არ ხდება უხეში ჩარევა ბუნებაში. განახლდა ცისკარაულების კოშკამდე მიმავალი ბილიკიც. მომავალ წელს დაგეგმილია ბილიკის მეორე გორაკზე გაგრძელება, რეკრეაციული სივრცის: საქანელის, საჩრდილობლის, მაგიდისა და სკამების მოწყობა.

აქტივობები და შეხვედრები პროექტის ფარგლებში